ბაბილინამ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო
საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს ნატო სულხანიშვილი, იგივე ბაბილინა ესტუმრა. ბავშვები დიდი ჟრიამულით შეხვდნენ მას, მოუწყვეს პატარა კონცერტი, იმღერეს, იცეკვეს, თქვეს ბევრი ლექსი. ბაბილინასთან ერთად დაისწავლეს ორი ახალი საახალწლო სიმღერა.
ქალბატონ ნატოს ძალიან მოეწონა ბავშვები და შეხვედრის მიწურულს, ისინი „ბასტი ბუბუს“ საახალწლო კონცერტზე დაპატიჟა, რომელიც 26 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კომენტარი