სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოხრაკული ქათამი

მასალა:
ქათამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3 თავი
ქინძი - 4 ძირი
ნიორი - 1 კბილი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
მარილი, მიხაკი, დარიჩინი, პილპილი - გემოვნებით.

მსუქანი ქათამი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვხრაკოთ. ნიგოზი, მარილი, ქინძი ერთად დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და შევინახოთ ცალკე ჭურჭელში. ქათამს მოხრაკვისას ჩავაყაროთ დანაყილი მიხაკი, დარიჩინი, ნიორი, ნიგოზი, პილპილი, დანაყილი ქინძი; დავასხათ ძმარი, კარგად ავურიოთ და მოვშუშოთ. როცა მზად იქნება, გადავიღოთ ლანგარზე და მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100