სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კვარადონა"... მოლოდინები მაღალია, როცა მეტსახელს კლუბის საკულტო მოთამაშის სახელის მიხედვით გარქმევენ - BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს

BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შეუძლებელია მოლოდინები იყოს იმაზე უფრო მაღალი, როცა მეტსახელს კლუბის ყველაზე საკულტო მოთამაშის სახელის მიხედვით გარქმევენ.

"შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას არ გამოუწვევია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგო მარადონას ტრანსფერს ბარსელონადან 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს "კვარადონაც" კი უწოდეს.

კვარაცხელიამ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, როცა შენს სახელს მარადონას გვერდით იხსენიებენ თუმცა აღიარა, რომ მას ეს მეტსახელი მოსწონს.

"მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე", - დასძინა მან.

ოთხშაბათს, სავარაუდოდ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე კვარაცხელიას დებიუტი შედგება, სადაც "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

კვარაცხელიას დებიუტი სერია A-ში, მარადონას მსგავსად, ვერონასთან შედგა - თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან საკვანძო როლი ითამაშა გამარჯვებაში გატანილი გოლით და საგოლე გადაცემით.

ქართველისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როდესაც მან საშინაო დებიუტში "მონცასთან" დუბლი შეასრულა.

კვარაცხელია, ალბათ, ყველაზე დამაინტრიგებელია "ნაპოლის" ახალწვეულებს შორის, მისი გამორჩეული ბურთის ფლობის უნარის და თამაშის სცენარის შეცვლის შესაძლებლობის გამო.

შაბათს, "ლაციოსთან" მოგებულ შეხვედრაში, მას ცოტა დააკლდა თავისი საუკეთესო გოლის გატანამდე, "მარადონასუელი" მოძრაობის და შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა მაინც შეძლო გამარჯვების გოლი გატანა," - წერს BBC.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100