“დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას თუ…” – ირაკლი კობახიძის პირობა
პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე “ქართული ოცნება” დააინიცირებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, თუ კომისია გამოძიების შემდეგ დაადგენს 1%-იან გადახრას მაინც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ხოლო თავად კი ყველა პოლიტიკურ თანამდებობას დატოვებს და პოლიტიკას ჩამოშორდება.
“თუ დაფიქსირდება თუნდაც 1 პროცენტიანი გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არ იქნება 0,1%-იც კი, “ქართული ოცნება” გადმოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს, გარდა ამისა, როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ შემთვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარი