სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ასათიანს! ”სექსით” მოპოვებული პოპულარობის შესახებ სტატიის გაგრძელება

პოსტი ეხება ჩემს წინა პოსტს, სადაც იუმორისტულ-სატირული ფორმით მქონდა განხილული საქართველოში ”სექსით” მოპოვებული ცნობადობის მაგალითები. წინა პოსტი იხ ბმული: http://droni.ge/?m=6&AID=16585

თავს ვალდებულად ვთვლი ავხსნა რამდენიმე ორაზროვანი ფრაზა, რომელიც მკითხველმა საკუთარი შეხედულებისამებრ დააფორმულირა, არასწორი კუთხით წაიყვანა და შესაბამისად – ადრესატებმაც გაიგეს არასწორად… ამიტომ – მოდით, შევეხოთ ყველა იმ ფრაზას, რომელიც არასწორი ფორმულირებით იქნა აღქმული:

”სექსის ხსენებაზე რა თქმა უნდა გამოჩნდა მაია ასათიანი” – ”სექსის”, როგორც აქტუალური თემის და არა სქესობრივი აქტის, შესაბამისად ყველანაირი ორაზროვნება აქ უადგილო იყო…

”მზად ვარ მსხვერპლად შევეწირო ამ ყველაფერს და მაიას მთავარი პრობლემის მოგვარებაში დავეხმარო, რაც ამდენ ”სექსუალურ” გადაცემას აკეთებინებს” – რატომ უნდა მივიდეს ყველა იმ აზრამდე, რომ ეს სექსის შეთავაზებაა, ან რით ვგავარ იმ ”მსუბუქი ყოფაქცევის” კაცს, ვინც უცნობ ქალებს საკუთარ თავს სთავაზობს?! :) დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ბევრად უფრო საინტერესო თემა და ზოგადად, კრეატივი არსებობს ვიდრე სექსია და ეს თემები სექსზე ბევრად საინტერესოა. შეგეძლოთ გაგეგოთ იმ ფორმითაც, რომ მე ქართულ უსექსობას ვებრძვი (ზემოთ ხომ ვახსენე, რომ პრობლემა უსექსობაშია და ამიტომ გვაინტერესებს ეს თემა ამ დოზით) – და მზად ვარ იმ მაყურებელს, ვინც ამის გამო უყურებს ”პროფილს” დავეხმარო, მაგრამ რათქმაუნდა არც ამას ვიგულისხმებდი, რაკი პირველ რიგში ჩემი თავის ამ ფორმით შეთავაზება სხვისთვის – პირველ რიგში ჩემივე თავის შეურაცხყოფა იქნებოდა :)

”მაიას არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, რაკი გარეთ 21-ე საუკუნეა” – 21-ე საუკუნე არის სწორედ ის რესურსი, რომელიც შეუზღუდავ და ამოუწურავ სასაუბრო თემებს სთავაზობს მსგავსი ტიპის გადაცემებს და მხოლოდ სექსი არ მოუტანია ჩვენთვის აღნიშნულ თანამედროვეობას. თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია – იყო მსჯელობის და არა რჩევის ფორმით, რადგან მე ამ საკითხში არ ვარ ექსპერტი და შესაბამისად, ჩემი ხუმრობა ამ მიმართულებით უადგილო იქნებოდა :)

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე პირადად ძალიან მეუხერხულა ეს თემა, განსაკუთრებით, როცა თავად მაიას ყურამდეც ამ ფორმით მივიდა და შესაბამისად, ამავე ფორმით ვიხდი ბოდიშს გაუგებრობისთვის!

- ვუხდი ბოდიშს არა როგორც მედია სფეროს წარმომადგენელი – კოლეგას;

- არა როგორც წამყვანი – წამყვანს;

- არა, როგორც მოულოდნელად გამოჩენილი კეთილისმსურველების (ასეთებიც ბევრია) მიერ ნამუსზე აგდებული ბლოგერი – მუზას :)

არამედ, როგორც კაცი – ქალს, რომლის მიმართაც ძალიან პოზიტიურადა არის განწყობილი და შესაბამისად ვერ და არ დაუშვებს მსგავსი ტიპის ორაზროვნებას.

და ბოლოს, პოსტი იმისთვის არის პოსტი, რომ:

- არ აიხსნას ბოლომდე ყველაფერი და გარკვეულ დეტალებს მკითხველი თავად ჩაწვდეს;

- შეეხოს ნებისმიერ თემას, მაგრამ არ გადავიდეს ზღვარს (ზოგი ბლოგერის შემთხვევაში შეიძლება თავხედობაც იყოს პრიორიტეტი, მაგრამ არა გურამ შეროზიასთვის)

- და კი ბატონო, იყოს ორაზროვნებაც და თუნდაც ხუთაზროვნებაც, იმისთვის, რომ მკითხველებმა მოაწყონ დიალოგი, პოლემიკაც და ყველამ სხვადასხვა ფორმულირება მისცეს… არ უარვყოფ, რომ თქვენი მკითხველის ვერსიაც ახლოს იყო ლოგიკასთან ტექსტის მიხედვით, სხვა მრავალ ვერსიასთან ერთად, მაგრამ ასეთ ერთი მიმართულებით აღქმას ნამდვილად არ მოვიაზრებდი…

მაგრამ ეს არ იყო დებატები, ეს იყო სწორხაზოვნად აღქმა (არასასურველი მიმართულებით) და ამის დანახვისთანავე, ტექსტი სასწრაფოდ დავაკორექტირე და გავაქრე ყველანაირი მითქმა-მოთქმის საბაბი.

პ.ს. მაიას მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი.

Anyway მსგავს პოსტზე გამოხმაურებას ყველაზე ნაკლებად მაიასგან ველოდი… :)

პატივისცემით,

გურამ შეროზია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100