ქერტლთან ბრძოლის საშუალებები
სამწუხაროდ, ყველამ იცის, რა არის ქერტლი. ქერტლი სკალპის კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლის უფრო ინტენსიური ფორმაა. ჩვეულებრივ, სკალპი მკვდარ უჯრედებს იცილებს 28 დღეში ერთხელ. როდესაც კანის აქერცვლა ხდება 4-5 დღეში ერთხელ, ეს უკვე პრობლემაა. თანაც ქერტლის ზომაც დიდია. თუ ბევრი ქერტლი გაქვთ, ეს შეძლება იყოს სებორეის, ან ფსორიაზის, ერთ-ერთი ფორმა. მიმართეთ დერმატოლოგს ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი.
თუ ჩვეულებრივი ქერტლის გაქვთ, მის შესამცირებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. გაიმშრალეთ თმა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქერტლი ცხიმიან სკალპზე ჩნდება. ქერტლის თეთრი ნაწილაკები ამშვენებს თქვენს შავ სპიტერს ეს სკალპის კანის მშრალი კი არა, ცხიმიანი ნაწილაკებია.
,,ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ქერტლი კანის სიმშრალეზე მიუთითებს, ამბობს ნიუ ორლეანელი დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი პატრიცია ფერისი. ამიტომ მაშინვე იწყებენ სხვადასხვა კრემების და ნამნამავი საშუალებების შეზელვას. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გადადეთ ეს ზეთოვანი საშუალებები. დერმატოლოგები ამტკიცებენ, რომ გაყიდვაში არსებული ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები ძალიან ეფექტურია. რამდენიმე დღის განმავლობაში შედეგს მიიღებთ. ,,მაგრამ ამ საშუალებებმა რომ ,,მთელი სიმძლავრით იმუშაონ, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი თმაზე წაისვით და ხუთი წუთი გააჩერეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, შამპუნის ეფექტურობა შემცირდება. ამბობს ტენესის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი თომას გუდმენი. შეარჩიეთ თქვენი თმის შესაფერისი შამპუნი.
,,ქერტლის შამპუნებს სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტები გააჩნია, ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კონსულტანტი დერმატოლოგიის საკითხებში, მედიცინის დოქტორი დაიანა ბიგოვა. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნისგან მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, დაიბანეთ ხან ერთი და ხან მეორე შამპუნით. გაითვალისწინეთ, რომ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ძლიერ მოქმედებს თმებზე, ამიტომ დროდადრო თავი დაიბანეთ ბავშვის საპნით. ერთი გაფრთხილება: ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების უმეტესობა არ არის განკუთვნილი გაუფერულებული, ღია ფერის ან ჭაღარა თმის დასაბანად მისმა კომპონენტებმა შეიძლება გააღიავოს ქერა თმა. თუმცა ზოგიერთი შამპუნი სწორედ ასეთი თმისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ შეამოწმეთ ეტიკეტი. ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი.
პირველი, რაც შეიძლება ქერტლის საწინააღმდეგოდ მოიმოქმედოთ, კამუფლაჟია, ამბობენ მოდის მიმდევრები. ჩაიცვით ღია ფერის კაბა და კოსტიუმი ქერტლი არ გამოჩნდება. უპირატესობა მიანიჭეთ ნახატებიან ტანსაცმელს სადა ტანსაცმელზე ქერტლი უფრო ჩანს. რაც არ უნდა გააკეთოთ, თავი აარიდეთ მუქ ფერებს ეს ქერტლის ვიტრინაა. უარი თქვით სინთეტიკაზე. ,,კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაფაროთ ქერტლი ატარეთ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი, გირჩევთ ნიუ-იორკელი მოდელიორი ალისიანა ბრუქსი. ქერტლის მოცილება გაცილებით ადვილია შალის და ბამბის ქსოვილიდან, ვიდრე სინთეტიკურიდან~. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმეებზე დარბიხართ, ქერტლის ნაწილი თვითონ მოგცილდებათ. ქერტლის ნარჩენებს კი ადვილად მოიშორებთ ჯაგრისით.
კომენტარი