თბილისი, 2034 ანუ ნაწყვეტი კახა ბენდუქიძის ბლოგიდან
თბილისი, 2034 (მესამე ვარიანტი)
ეძღვნება 1982 წელს.
სპეციალური გაფრთხილება პანიკის ასაცილებლად:
ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; საერთოდ, ეს ტექსტი არაფერს არ ნიშნავს.
"ვსიო ნარმალნო დღეს. ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ, და ველასიპედს გამოვიყვან პოსლეზე. მერე მთავარია რასსროჩკა არ გავაცდინო.
მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა, საქონლის ჩამოფასების საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას. ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლკეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!
მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათო, გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო. სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს და მიხვალთ პრომბაზაში და წამოიღებთო, აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!
მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ატკივდა, სულ ყმუოდა, ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამი სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ, და უცბათ რიგი წავიდა. გაუმარჯოს მთავრობას!
მეხუთე - ჯიშის და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემს წინ სწავლობდა პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა. მერე პადმასკოვიეში რესტორანი გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ეხლა ის კაცი გამხდარა პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკის - ჩემი ყურით მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ, და მივედი. ბატონმა ვოვამ თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი კანალი მაქვს სტაპრაცენტნი პუტინზეო.
ეხლა განაცხადა დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს, ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენო და ვაჭრობას ხელი არ შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა - რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000 ლარი - შეგიძლია ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა გეკუთვნის.
მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ეხლა თვეში ერთხელ სოჩი-ერევანის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარებს ატანებს ცოლთან. კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო.
ჩემი სეხნია, დიდი ვოვა ქართულ ღვინოს სვამსო, და ნაბეღლავს პახმელიაზეო, ამიტომ იძახისო, „без Грузии не протяну и дня“-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და, თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა! მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლისთვის ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებს და სასტუმროებს შეეძლებათ თვითონ დააწესონ ფასებიო. ხუთივე რესტორანს შეეძლება მარგარინზე ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიც და პურის კატლეტიც გაყიდოს თავისუფალ ფასში.
კანეჩნა, ფასების ცენტრალურ საკალკულაციო ბიუროს ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო“ (ადრე რომ მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი“ (ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ სასტუმრო“სათნოებას“. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა - სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე, მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი ეგრე! ყოჩაღ მთავრობა! მაგარი ჭკვიანები არიან - იქეთ აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა! მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა და ლიმიტი ამოგვეწურა, და რომ მომკვდარიყავით ვინმე, უკუბოდ დაგვმარხავდნენ.
ეხლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით. ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა. ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესადა, პროსტა მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო, და გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან შედეგი მხოლოდ ეხლა გამაიღოო. რატომ-მეთქი მარტო ეხლა? მაშინ პროსტა დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ეხლა გვაჩუქა ჩრდილო კორეის მთავრობამ ოთხი ცალი, ნახმარებია, მაგრამ ყველაფერს ზუსტადა თვლიანო.
ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი“. პა კრაინეი მერე, შიგნით რაღაც ამ ბოლო დროს ზუზუნებს. მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი საქმე გააკეთა წმინდა მეფის ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა მოღვაწის სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა ეროვნული სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).
თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღსდგა ოსეთში, საშვილიშვილო რამ გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა. ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი. ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ საროველის ტაძარს ათივე საშვილიშვილოთ გადანახულ აგურს შევწირავ.
ბლია ბუდუ!
ერთი რამე კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს. გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.
(ნაწყვეტი კახა ბენდუქიძის სვეტიდან "ტაბულაში", 2 აგვისტო, 2010)
კომენტარი