სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუდპანდას“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი აქცია - საკვების ონლაინ შეკვეთის სერვისი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება

17 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში „ფუდპანდა“ საკვების ონლაინ შეკვეთის სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ჯეოსელის და ლაილაის აბონენტს სიახლეს სთავაზობს. ის ვინც შეუკვეთავს კერძს www.foodpanda.ge- ზე , სატელეფონო ანგარიშზე საჩუქრად მიიღებს 5 ლარს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა აქციაში?

შეკვეთის დასრულებისას, checkout გვერდზე გრაფაში „ვაუჩერის კოდი“ ჩაწერეთ სიტყვა „GEOCELL“ და შეკვეთის წარმატებით დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში თქვენ ჯეოსელის ანგარიშზე ჩაგერიცხებათ 5 ლარი. აქციის პირობები მარტივია:

ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი საჩუქარი 5 ლარის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ წარმატებით დასრულებულ შეკვეთაზე, რაც იმას ნიშნავს რომ, მომხმარებელმა მიიღო სასურველი შეკვეთა და მისი საფასური გადახდილია.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა ბრენდმა „ფუდპანდამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმში გაფართოვდა!

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100