თიბისი VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში
CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი
ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.
CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი
ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.
თიბისის
მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო
პლატფორმას მსოფლიოში 450 000 ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში
კი თიბისი პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის
პარტნიორი გახდა.
CyberSource-ის
საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით
და ისარგებლონ მზა
ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.
ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს
გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე,
ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.
CyberSource-ის
უპირატესობებია:
•
ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად
დამუშავებაში;
•
ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;
•
მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;
გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის
უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და ფროდების მიმართ.
CyberSourc-ის
გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით
გაეზარდათ გაყიდვები.
თიბისი CyberSource-ით
გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით, ისე
ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.
კომენტარი