სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძე: „მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს, ეკონომიკა ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრით განვითარდეს“

„ქალაქის ეკონომიკა განვითარდება ისე, რომ ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილი იქნება დაცული, ხოლო ახალი, ევროპული თბილისი რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით, საუკეთესო სახით შემოვა ჩვენს ცხოვრებაში,“ - ამის შესახებ კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამული ხედვის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს, ეკონომიკა ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრით განვითარდეს და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. „ჩვენ ვაპირებთ, ხელი შევუწყოთ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და განვახორციელოთ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სივრცეების ათვისებას და ისეთი სერვისების განვითარებას, რომელიც თბილისისა და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100