ბაღდადში მომხდარმა ტერაქტმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
დღეს ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბანში მომხდარმა ტერაქტმა მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 40 ადამიანი კი სერიოზულად დაშავდა.
აფეთქება შიიტებით დასახლებულ პროვინციაში, ალ-ტანმიაში, ბაღდადის სამხრეთით მოხდა. დანაღმული ავტომობილი ცენტრალურ მოედანზე მაშინ აფეთქდა, როცა ადამიანები რამადანის დასრულების აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აგვისტოს, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქაში, უცხო პირებმა ცეცხლსასასროლი იარაღით ადგილობრივი იურისტი, მისი ცოლი, ხუთი შვილი და ერთი ნათესავი, სულ რვა ადამიანი დახოცეს.
ივლისის მიწურულს კი ერაყში მომხდარი ტერაქტების სერიას 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარი