სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან" - ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა

ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე მყოფი არასრულწლოვანი კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა - ინფორმაციას ფონდი "დედის ხელები" ავრცელებს.

“გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან. მშვიდად განისვენე, პატარავ… ფონდი “დედის ხელები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს”, წერია ფონდის განცხადებაში.

"დასრულდა იმედით სავსე 9 თვე. გაფრინდა თავის ოჯახთან. რამდენი ვიბრძოლეთ... რამდენი ადამიანი გაგვაერთიანა. მშვიდად განისვენე მარიამ. ახლა შეხვდები შენს ოჯახს." - წერს კიდევ ერთი ფონდი - "დედების ფონიდი" სოციალურ ქსელში.

მარიამი გასული წლის 25 ოქტომბერს, სოფელ დიდველიდან სოფელ დიმისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მარიამის მამა, ბებია, 4 წლის ძმა და კიდევ ერთი ნათესავი, ხოლო მარიამი დედასთან ერთად ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მოგვიანებით გარდაიცვალა ბავშვის დედაც.

მარიამს შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა და რეანიმობილით თბილისში, , ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე, კომაში იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100