სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შესაძლოა ჩათვალოთ, რომ საკუთარი ოცნებებისა და მისწრაფების სხვებისთვის გაზიარება კარგი აზრია. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ამ სურვილს, თორემ შესაძლოა მარცხი განიცადოთ.

კურო: თუ მოგინდებათ, რომ გარკვეული დრო მარტოობაში განვლოთ, აუცილებლად შეუსრულეთ საკუთარ თავს ეს სურვილი. მოერიდეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავი გაურკვევლობაში ამოყოთ.

ტყუპები: ეცადეთ დღევანდელი დღე დიდ მხიარულებაში განვლოთ. რაც უფრო დიდ დროს გამოუყოფთ საკუთარ თავს მით უკეთესი თქვენთვის.

კირჩხიბი: დღეს თავისუფლად შეძლებთ იყოთ თვითდარწმუნებული. მსგავსი პოზიცია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მოუსმინოთ ირგვლივმყოფებს და თქვენთვის მისაღები რჩევებიც აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ლომი: დღეს მარტივად შეძლებთ რთული პრობლემების მოგვარებას. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, გარისკეთ და გახსოვდეთ, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის პოზიტივით იქნება აღსავსე.

ქალწული: დღეს შესაძლოა იგრძნოთ, რომ თქვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი თქვენდამი შურით არის აღვსილი. ეცადეთ ამ ადამიანებს თავი მაქსიმალურად მოარიდოთ და მხოლოდ საკუთარ მოვალეობებს დაუთმეთ თქვენი ყურადღება.

სასწორი: დღეს თქვენს ირგვლივ ადამიანები კონფლიქტებში ჩაებმებიან, თქვენ კი არავითარ შემთხვევაში არ მიაქციოთ აღნიშნულ ვითარებებს ყურადღება. ეცადეთ არ გამოგრჩეთ არცერთი დეტალი, მაგრამ არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება მოვლენების ეპიცენტრში მოხვდეს.

მორიელი: თქვენ მზად ხართ საკუთარ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებისთვის. დღეს ამის შანსი აუცილებლად მოგეცემათ და არავითარ შემთხვევაში არ თქვათ ამ ყოველივეზე უარი.

მშვილდოსანი: დღეს მიხვდებით, რომ წარსულს ჩააბარეთ გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარება არც კი გიცდიათ. აღნიშნული მოგონებები თქვენს ხასიათზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო განვლოთ მარტოობაში.

თხის რქა: ეცადეთ კარგად გაარკვიოთ თუ რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში. დაალაგეთ თქვენი გეგმები და ეცადეთ სხვადასხვა პუნქტები დღესვე შეასრულოთ. ეს სამომავლოდ თქვენი წარმატების გარანტი იქნება.

მერწყული: დღეს თქვენი მეგობრები და ახლობლები გისაყვედურებენ იმისთვის, რომ მათთან დროს თითქმის საერთოდ აღარ ატარებთ. ეს სამართლიანიც იქნება, ეცადეთ დღეს გამოჩენილი თავისუფალი დრო თქვენთვის საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.

თევზები: დღეს გაიგებთ ახალ ამბავს, რომელიც აუცილებლად გაგახარებთ. ეცადეთ თქვენი გრძნობები მეგობრებს გაუზიაროთ. აუცილებლად მოუსმინეთ მათ და გარკვეული რჩევებიც გაითვალისწინეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100