სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ივანიშვილის გუნდმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია - ე.წ. ოფშორების კანონზე მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

1 მომხრე 64 წინააღმდეგი - ამ შედეგით დაიძლია პრეზიდენტის ვეტო დღეს.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი რამდენიმე დღის წინ დაუბრუნა.

მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას თავაზობდა.

პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100