სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს... - კალაძე, კობახიძის უმსგავსობას ამართლებს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს“,- აღნიშნავს კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა.

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100