ანა ჩირაჩე (ჩიკა) და კოტე თედელური დაქორწინდნენ - პირველი ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიალიდან
მსახიობი ანა ჩირაჩე (ჩიკა) და შეფ-მზარეული კოტე თედელური დაქორწინდნენ - პირველი ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიალიდან.
"აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
ვულოცავ წყვილს". - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
შეგახსენებთ, რომ "მასტერშეფის" ჟიურის წევრი და ანა ჩირაძე უკვე რა ხანია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი ურთიერთობას არ მალავდა და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც მრავლად ტვირთავდა.
დრონი.ჯი ბედნიერებას უსურვებს ამ საოცარ წყვილს.
კომენტარი