ხმაური პარლამენტთან - პოლიციამ კარვებში ფიცრების შეტანა აღკვეთა
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან განთავსებულ კარავში აქტივისტებს ხის ფიცრების შეტანის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეთა თქმით, საკანონდებლო ორგანოსთან გაშლილი კარვებით ისინი რამდენიმე დღეა გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
მათივე განმარტებით, ფიცრებზე, რომლის შეტანის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, აქტივისტები დაწოლას და ღამის გათენებას აპირებდნენ.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, აქტივისტების შესაკავებლად "ცოცხალი ჯაჭვი" შეკრეს.
კომენტარი