ქმარმა კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი საძინებელ ოთახში გარდაცვლილი იპოვა
ფლორიდის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფოსოს, პალმეტოს მედდა ქმარმა საძინებელ ოთახში გარდაცვლილი იპოვა. მეუღლის განცხადებით, მის მეუღლეს ავადმყოფებთან ურთიერთობის დროს არ ჰქონდა სათანადო უსაფრთხოების მოწყობილობა.
დანიელა, პალმეტოს გენერალურ საავადმყოფოში კორონავირუსული პანდემიის წინა ხაზებზე იქამდე მუშაობდა, სანამ გასულ თვეში გრიპის მსგავსი სიმპტომები არ გამოუვლინდა.
”ის იმყოფებოდა ცვლაში, სადაც ჰყავდა COVID 19-ის პაციენტები და მას ნიღაბი არ ჰქონია. მას ძალიან ეშინოდა სამუშაოდ წასვლის, ”- განაცხადა მისმა მეუღლემ, დევიდმა WSVN- სთან საუბარში.
დანიელას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ დაუზუსტებელი იყო. ამ ხნის განმავლობაში კი მედდას აღენიშნებოდა ცხელება და მშრალი ხველა
”ის მე ჩვენს საძნებელ ოთახში ვიპოვე გარდაცვლილი, სახეზე ეტყობოდა, რომ ბევრი არ უწვალია და მშვიდად მოკვდა, მაგრამ ეს არაფერს შველის. ჩვენ 4 წლის შვილი დაგვრჩა, რომესაც დედა აღარ ეყლება და ეს საშინელებაა" - აცხადებს გარდაცვლილის ქმარი.
WSVN იტყობინება, რომ პალმეტოს საავადმყოფოს კიდევ ერთი მედდა, ერლ ბეილი, გარდაიცვალა აპრილის დასაწყისში COVID-19– ის დადებითად დადასტურებული ტესტირების შემდეგ. ბეილის მეუღლემ მსგავსი პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ქმარს სამსახურში ნიღაბი არ ჰქონია.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი