სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

WeekEnd-საკითხავი: 21 ოქტომბრამდე ამქვეყნიური საქმეები მოილიეთ - სამყარო იღუპება

ცნობილი ამერიკელი ქადაგი და სასულიერო პირი, ჰეროლდ კემპინგი ირწმუნება, რომ მსოფლიოს აღსასრული 2011 წლის 21 ოქტომბერს, თითოეული საათობრივი სარტყელისთვის 18 საათზე დადგება.

თავის მომდევნო აუდიომიმართვაში, რომელიც Family Radio Network-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, კემპინგი ირწმუნება , რომ აპოკალიფსი მომდევნო პარასკევს აუცილებლად დადგება. ,,ამჯერად, როგორც ვხედავ, ეს უკვე ყველაფრის აღსასრული იქნება“, - დასძინა მან რუსულ გამოცემა „utro.ru”-სთან ექსკლუზიური საუბრისას.

კარგა ხანია, კემპინგი სამყაროს აღსასრულს პირდება. 17 წლის წინ სასულიერო პირმა იწინასწარმეტყველა, რომ აპოკალიფსი 1994 წლის 14 ოქტომბერს დადგებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 15 ოქტომბერი მთელ დედამიწაზე მშვიდობიანად გათენდა, განაცხადა, რომ გამოთვლის დროს რაღაც შეეშალა. კემპინგის განცხადებით,მან მათემატიკური გამოთვლების სისტემა აღმოაჩინა, რომლითაც ხელმძღვანელობს ბიბლიური წინასწარმეტყველებების გაშიფვრის დროს.

მაგრამ ამ სისტემას სხვა დროსაც არაერთხელ გაუცუდებია მისი იმედები: 2011 წელს კემპინგმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა მიწისძვრებმა სამყაროს აღსასრული „გადმოსწია“. აქედან გამომდინარე, ქადაგი აცხადებდა, რომ დედამიწაზე ცხოვრებას 21 მაისს დაესმებოდა წერტილი. როცა ამ თარიღმაც ჩაიარა, სასულიერო პირმა ახალი „სესტემა“ მოიფიქრა და თქვა, რომ სამყაროს ორი: „სულიერი“ და ფიზიკური“ აღსასრული ელის. ამ შემთხვევაში კემპინგი „მეორე ჩვენებას“ მიაწვა და ამტკიცებდა, რომ 21 მაისს „მთელი სამყარო საშინლად გამოიფიტა სულიერებისგან, ესე იგი, მისი სულიერი აღსასრული დადგა. ასე რომ, ღმერთმა ყველაფერი ზუსტად ისე მოახდინა, როგორც ჩაიფიქრა და როგორც მე თქვენ განგიცხადეთ“.

რაც შეეხება 21 ოქტომბერს, ქადაგის თქმით, ეს უკვე „ფიზიკური“ აღსასრული იქნება და შეუმჩნევლად მოხდება. მისივე მტკიცებით, ის ბევრს ფიქრობდა და ბოლოს მიხვდა, რომ „აღსასრული ძალიან, ძალიან ნელა და შეუმჩნევლად მოგვეპარება“.

ივნისში კემპინგმა ინსულტი გადაიტანა და ბევრს ეგონა, რომ ეს ავადმყოფობა აიძულებდა, რადიოთი რეგულარულ, ემოციურ გამოსვლებზე უარი ეთქვა, მაგრამ ასე არ მოხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავისი ქადაგებებით კემპინგს დიდი შემოსავალი მოაქვს Family Radio Network-სთვის, რომელსაც მისი გამოსვლების ექსკლუზივი აქვს. ამ დროისათვის ამ არაკომერციული რადიოს აქტივი რეკორდულადაა გაზრდილი და 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100