სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაზე: ჩვენ დავამტკიცეთ!

ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეგზიტპოლების შედეგები საბოლოო შედეგი არ არის, დავით ბაქრაძე კი მარგველაშვილს ულოცავს.

დავით ბაქრაძე: ეგზიტპოლების მეშვეობით უკვე გამოიკვეთა სურათი რომლის მიხედვითაც შეიძლება გაკეთდეს გარკვეული შეფასება. პირველი: მიუხედავად ერთწლიანი კამპანიისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა, რომელიც მივიდა დღეს საარჩევნო ყუთებთან მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას და მხარი დამიჭირა მე. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამწერს მათი მხარდაჭერისა და მათი ნდობის გამო. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც მთელი ერთი წლის განმავლობაში პარტიის წინაარმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, პარტიის გენერალური მდივანი იმყოფება პატიმრობაში, ძალიან ბევრი ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გვყავს აქტივისტები, რომლებიც ათეულობით შემთხვევაში იყვნენ დაკითხვაზე.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ და ვვითარდებით, ჩვენ ვრჩებით ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყანასი არ შეიძლება გყავდეს ხელოვნური ოპოზიცია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ პირობებშიც კი ოპოზიციამ შეიძლება ჩაატაროს პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახევი კამპანია, კამპანია, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ისტერიკისგან, ძალადობისგან და მთავრობის დამხობის მოწოდებიდან.

ამ ყველაფრით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა და სწორედ ამიტომ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე მე მინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენო პასუხისმგებლობის მაგალითი ჩვენს კოლეგებს და საქართველოს მოსახლეობასაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შედეგი, ვფიქრობ, რომ ჯამური სურათი ნათელია, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება საბოლოოო შედეგები, შეიცვლება პროცენტული მაჩვენებლები და არა საბოლოო სურათი. სწორედ ამიტომ საქართველოს საკეთილდღეოდ ჩვენ მზად ვიქნებით ვაღიაროთ ცეესკოს მიერ დადასტურებული არჩევნების შედეგები და მე მინდა დღესვე მივულოცო ქართველ ხალხს მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომლითაც იმედია მოიგებს სრულიად საქართველო.

მე ვულოცავ ქვეყანას მსვიდობიანი არჩევნების ჩატარებას და ბატონ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, ვულოცავ ამ ნდობას რომელიც მან ქართველი ხალხისგან მიიღო და ვუსურვებ, რომ გაემართლბინოს ეს ნდობა.

შეგახსენებთ, რომ GFK-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 66.7% გიორგი მარგველაშვილი. დავით ბაქრაძე 20.2% ნინო ბურჯანაძე - 7.5% გიორგი თარგამაძეს - 1.1%, შალვა ნათელაშვილი 2.1 % ეგზიტპოლის მონაცემების ცდომილება საბოლოო შედეგებთან 2-3%-ია. GFK-მ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100