
Maybach კვლავ მწვერვალზეა
შეუდარებელი და უნიკალური მარკის ბედი მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყდება. მას ან სამუდამო ლიკვიდაცია, ან ახალი პარტნიორი ელის, რომლის გაყიდვის შედეგად შესული თანხა კომპანიას დაეხმარება.
კონცერნის, „Daimler AG“-ის სადამკვირებლო საზოგადოება ივლისის ბოლოს შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა „Maybach“ „Mercedes“-ის სუბ-ბრენდი გახდეს. სავარაუდოა, რომ „Maybach“-ის მარკის ქვეშ, „Mercedes“-ის მოდელები იწარმოება სამომავლოდ.
სიტუაციის განვითარების ორი სხვა ვარიანტიც არსებობს. პირველი - მიმდინარე წელს ბრენდის ლიკვიდაცია მოხდება, რადგან იგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ცოტა ავტომობილებს ყიდის. თუ 2007 წელს, მსოფლიოს მასშტაბით 156 ლიმუზინი გაიყიდა, 2010 წელს მხოლოდ 63 ავტომობილის რეალიზაცია მოხერხდა.
მეორე - ბრიტანულ მწარმოებელთან, „Aston Martin“-თან თანამშრომლობა, შეთანხმებაა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თნახმად ინგლისელები „“-ის ახალ თაობას საკუთარი ბრენდის სტანდარტების მიხედვით შექმნიან.
კომენტარი