
საქართველოს პატრიარქი წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს
24 თებერვალს, ისრაელში მყოფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა გერასიმეს მონასტერს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.
25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.
კომენტარი