
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს – პირველი კომენტარი (ვიდეო)
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, ბრალდებული დანასაულს აღიარებს და ამბობს, რომ ცრუ-ინფორმაცია ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა და სენსაციური მასალის შექმნა სურდა.
აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სოციალური მდგომარეობუის გათვალისწინებით მოსამართლემ ვერონიკა აროინია 2500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
კომენტარი