
სიღნაღიდან მომავალი უცხოელი ტურისტები ავარიაში მოყვნენ
სიღნაღიდან მომავალი, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა და შედეგად 7 მგზავრი დაშავდა. დაშავებულთა შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ჯავახიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენი დაზარალებულები კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს.
კომენტარი