
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.
კარანტინის რეჟიმში 4408 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, კოვიდ სასტუმროში - 1848, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარი