
ოზურგეთში მამაკაცმა სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი