
თიბისი მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს
დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:
მომხმარებლების ცხოვრების კიდევ
უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:
· 0% საკომისიო ყველა
ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით
გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;
· 1%-ით მეტი წლიური
სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;
· პირველი წლის
მომსახურება საკომისიოს გარეშე
ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;
· კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.
კომენტარი