
სასწრაფოდ: საირმის ტყეში 20 წლის ბიჭი დაიკარგა
კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტი, 20 წლის ცოტნე ჭანტურიძე წუხელ საირმის ტყეში დაიკარგა.
ოჯახის წევრების ცნობით, 4 მეგობარი ტაძარში წავიდნენ, სამმა მათგანმა გზის გაგრძელება ვერ შეძლო და უკან მობრუნდა, ცოტნე მარტო დარჩა და სავარაუდოდ გზა აებნა.
ცოტნეს დედის განცხადებით, ის შვილს ბოლოს საღამოს 6 საათზე ესაუბრა ტელეფონით, მას შემდეგ ჭანტურიძის შესახებ არავის არაფერი სმენია.
საირმის ტყეში ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების ჯგუფები, რომლებიც ცოტნეს ეძებენ.
კომენტარი