
"კოლეგა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა" - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი
სამეგრელოში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის
თანამშრომელი შსს-ს თანამშრომელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა" - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი