
„ვიდით არა, მაგრამ ამ ტვინით რამდენს ბედავ?“ – ნინი ბადურაშვილი კიდევ სკანდალში გაეხვა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, სკანდალში ეხვევა. მან კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები ვერ გაიგო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„რა ხდება 14 440 შემთხვევა რატომ წერია?!“ - იკითხა ნინიმ, თუმცა პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა. რადგან ბულინგის მსხვერპლი გახდა.
ნინის გამომწერებმა უმალ გაახსენეს „ვიდის” სკანდალი და შემდეგი სახის კომენტარები დაუწერეს: „ვიდით არა, მაგრამ ამ ტვინით რამდენს ბედავ?“.
სექტემბერში ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.
კომენტარი