
ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირება სტამბოლში - არიან გარდაცვლილები
სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთ უბანში, ბაშაკ-შეჰირში, რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე მოხდა. დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს.
კომენტარი