
იაპონიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეპიცენტრი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 50 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ადგილობრივ ხელისუფლებას ცუნამის საშიშროება არ გამოუცხადებია.
კომენტარი