
ზაზა ფაჩულია ფანებს მიმართავს და საქართველოში ეპატიჟება
კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა. მან ფეიბუქსა და ინსტრაგრამზე საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილის ფოტოების გამოაქვეყნა და ფანები ქვეყანაში დაპატიჟა.
"ყველა ჩემს გამომწერს, NBA-ის ფანებს, მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს — დაპატიჟებულები ხართ ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში", — წერს ფაჩულია.
კომენტარი