
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა.საერთო ჯამში ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 590 შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია. მათგან კრიტიკული/სერიოზულია 1518 ადამიანის მდგომარეობა. 2 335 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.
კომენტარი