
ქობულეთში ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარი