
აი, როდიდან აიცრებიან ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით
CNN-ის ინფორმაციით, დასახელდა დრო, როდიდან აიცრებიან ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს.
შეგახსენებთ, კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ, თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.
რაც შეეხება Moderna-ს, კომპანია კლინიკურ ცდებს 12-დან 18 წლამდე მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
კომენტარი