![](img/multimedia/a15870_big.png)
„ჩემი ცოლის დაქალებს“ ლგბტ-ს პროპაგანდაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჰომოსექსუალიზმის ფარულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათი, სადაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის ელექტრონული გიტარის ღვედი, ლგბტ-ს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. "შეიძლება აგვიხსნას რეჟისორმა, თუ რაში დასჭირდა და რა "სარეჟისორო გადაწყვეტილებას" ისახავდა მიზნად ლგბტ-ს დროშის სპეციალურად გამოყენება კადრში?!" - ამ მინაწერით ფოტოსურათები, ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა.
![](img/multimedia/a15872_big.jpg)
კომენტარი