
მსახიობი ჯორჯ სიგალი გარდაიცვალა
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ სიგალი 87 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ოპერაციის შემდგომი გართულებები გახდა. მსახიობს გულის შუნტირება ჩაუტარეს.
სიგალის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას რომანტიკულმა კომედიამ „სტილი“ მოუტანა. ფილმში შესრულებული როლისთვის მან „ოქროს გლობუსი“ მიიღო.
კომენტარი