
უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნად დაცხება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.
6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათვე ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.
კომენტარი