
რიკოთის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა და იწვის
რიკოთის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა, რამაც მისი სწრაფი აალება გამოიწვია. ამ წუთებში ცეცხლის ლიკვიდაციას სახანძრო სამაშველო სამსახური ცდილობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს დრონი.ჯი-ს, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა მუშაობს. რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს, ის გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი