
ვინ არის ის ორი პირი, ვისაც „ომიკრონის” ახალი შტამი დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსისახალი შტამის „ომიკრონის” 2 შემთხვევა დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
„ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.
შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
კომენტარი