
ქეთევან გორჯესტანს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა
დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება სპორტის მნიშვნელობასა და განვითარებაზე გამახვილდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე ქეთევან გორჯესტანს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა ასოციაციის საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა.
კომენტარი