
გორის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შვილმა დღეს დილით მშობლები გარდაცვლილი ნახა.
ოჯახის წევრები და თანასოფლელები ცოლ-ქმრის გარდაცვალების ვერსიად სახლში დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.
„სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, ან ნამწვით მოიწამლნენ. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის საფუძველზე დაზუსტდება“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე პრიმა მე-3 მუხლით მიმდინარეობს, რაც გამათბობელი მოწყობილობების მონტაჟის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი