
ალა პუგაჩოვას მაქსიმ გალკინი მხარზე „ახატია“ - ტატუირებული რუსი პრიმადონა
რუსული ესტრადის პრიმადონამ რომანტიკული ნაბიჯი გადადგა და ტატუ გაიკეთა. ამჟამად ვარსკვლავის მხარს, მისი მეუღლის პატივსაცემად, ლამაზად ამოტვიფრული რუსული ასოები ამშვენებს, რომლითაც მაქსიმ გალკინის ინიციალებია გამოხატული: მ.გ.
რუსი ბლოგერები ხაზს უსვამენ, რომ ტატუ ალა პუგაჩოვას იგივე ოსტატმა ამოუტვიფრა, რომელიც ცნობილი რუსი რეპერების რჩეულია. ალა პუგაჩოვამ ტატუირება ქორწინების რეგისტრაციიდან 3 თვის თავს დაამთხვია.

კომენტარი