
ქუთაისში ფეხმძიმე ქალბატონს მანქანა დაეჯახა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა. ქვეითად
მოსიარულე ქალბატონს
მსუბუქი ავტომობილი
დაეჯახა. ინფორმაციას ქუთაისის სააგენტო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სამსახურში
Topnews.com.ge-ს
განუცხადეს,
რომ მომხდარის შედეგად ქალბატონი მსუბუქად დაშავდა, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
მომხდარზე
გამოძიება
სისხლია სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი