
შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს 9 პირი დააკავეს, ნიკა მელია კი თავისუფალია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თავისუფალია.
უწყების განმარტებით, დაკავებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
კომენტარი