
ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
ქართველ პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები ოჯახში 7–8 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. მწერალს 9 ნოემბერს 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
სამინისტროში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ, ვის გვერდით დაიკრძალება გარდაცვლილი პოეტი.
ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 6 ნოემბერს გარდაიცვალა.
კომენტარი