
"პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპატარიდან" - დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი საუბრობს
ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელის ექიმ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია:
„მდგომარეობა დასტაბილურდა, პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატიდან, დინამიკა მკვეთრად გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო ნიშნები სტაბილურია და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“- განუცხადა დრონი.ჯის ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე15 წლის მოზარდი გულ-მკერდის არეში დაჭრეს.
კომენტარი