სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ის კაცი ისევ მამაჩემის ძმაკაცია“ – 13 წლის გოგოზე მამის ძმაკაცი ძალადობდა

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ მორიგ ისტორიას აქვეყნებს.

როგორც პოსტშია აღნიშნული, 13 წლის გოგოზე, მამის ძმაკაცმა იძალადა.

„13 წლის ვიყავი. მამამ სოფელში წაგვიყვანა. ჩემოდნებით სახლში ვბარგდებოდით, როდესაც ჭიშკარს მეზობელი მოადგა. მამამ გახედა. ლაპარაკობდნენ. მერე გაჩერდა ეს კაცი და ამბობს, რამხელა გაზრდილა

ეს ცუნცულაო.

რატომღაც უხარხულად ვიგრძენი თავი და მოუხედავად შევედი სახლში. დედამ – რას მორბიხარ, მისალმეო კაცს (არ ვიცნობდი).

მეორე დილით მშობლები გასვენებაში მიდიოდნენ (რატომაც ჩამოვედით).

დედისერთა ვარ მარტო ხოარ დამტოვებდენ სახლში სადაც თითქმის არ ვიყავით და მეზობელს სთხოვეს (ჩემი ტოლა შვილი ჰყავდა), გადმოვიდეს და ერთად იყვნენო.

რომ წავიდნენ, მეზობელი მართლაც გადმოვიდა, ოღონდ არა შვილი, არამედ – კაცი. მითხრა, წყაროზე გავუშვი, მალე მოვა, მანამ მე შემოვალო.

რა უნდა მეთქვა? მამის ძმაკაცი იყო…

დავსხედით. ძალიან უხერხულად ვიჯექი… მერე უხერხული კითხვები დაიწყო. ყური არ ვათხოვე და ვკითხე, მალე მოვა თქვენი შვილი-მეთქი? კიო, რა იყო, ხო არ გაშინებო, ცუნცულ…

ახლა უკვე შემეშინდა… უცნაური მოძრაობა დაიწყო… მაშინ მოხდა ყველაფერი… ერთგვარ აგონიაში ვიყავი, შიშით ხმას ვერ ვიღებდი… საქმეს რომ მორჩა, გავიდა – ახლა მე აღარ გჭირდებიო…

მისი შვილი არც მოსულა, მგონი არც უთქვამს ეს ამბავი… ეს არავისთვის მითქვამს… ის კაცი ისევ მამაჩემის ძმაკაცია… ახლა ალბათ არც არავინ დაიჯერებს – მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა,“ – ვკითხულობთ პოსტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100