როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
სინოპტიკოსები 2 თებერვალს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმშიც დღისით სინოპტიკოსები +21 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი